როგორ შეიქმნა ლეგენდა ჯაშუში ფოტოგრაფების შესახებ – საქმის ახალი დეტალები

“ე.წ ფოტოგრაფების საქმის სასამართლო პროცესზე გაირკვევა, თუ როგორ შეიქმნა ლეგენდა ჯაშუში ფოტოგრაფების შესახებ”, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ ე.წ ფოტოგრაფების საქმეში ერთ-ერთმა დაზარალებულმა, გიორგი აბდალაძემ განუცხადა.
​როგორც გამოცემასთან საუბრისას ფოტოგრაფმა აბდალაძემ აღნიშნა, ჯაშუშობის საქმეს 8 უწყების მიერ გრიფი საიდუმლო ედო, მთელი ეს დოკუმენტი კი სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გასაჯაროვდება. მისი ინფორმაციით, სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას გეგმავს მე-8 საპყრობილის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რომელიც პატიმრების წამების ბრალდებით ჯერ კიდევ 2013 წელს გაასამართლეს და ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება. აბდალაძის თქმით, ყაჭეიშვილს აქვს დეტალური ინფორმაცია, რა ზეწოლა ხორციელდებოდა ფოტოგრაფებზე სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები