წალენჯიხის გამგებლის მოადგილე ავარიაში მოყვა – დაღუპულია ერთი ადამიანი

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანას წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა მართავდა, რომელიც საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგადა ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გამგებლის მოადგილეს მიღებული აქვს დაზიანებები. ის რეანომობილით ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაჰყავთ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები