გლდანის ტბასთან დედა-შვილს კვადროციკლი დაეჯახა

გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს კვადროციკლი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები