ზვავმა თუშეთში 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

თუშეთში ზვავმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრზე მოულოდნელად ზვავი ჩამოწვა და კაცი მოიყოლა.
მაშველები დაკარგულ კაცს ეძებენ. სამაშველო ოპერაციის შესასრულებლად კახეთის მაშველთა ჯგუფია მობილიზებული. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამი მათგანი გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ერთ-ერთი ქვეშ მოიყოლა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები