თბილისში ავტომანქანა სახლის სახურავს დაეცა – არის მსხვერპლი

ივერთუბანში, ლოტკინიდან მახათას მთისკენ მიმავალ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა.
შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ სახლში შემთხვევის დროს არავინ  ყოფილა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები