ორი დღის წინ დაკავებული კობა ხუბულაშვილი გაათავისუფლეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშის განაპირას დაკავებული კობა ხუბულაშვილი გაათავისუფლეს. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან, საკუთარი ბაღიდან წაიყვანეს, დღეს კი 2 ათასი მანეთის გადახდის შემდეგ, გამოუშვეს.
როგორც კობა ხუბულაშვილმა განაცხადა, მას არანაირი საზღვარი არ გადაუკვეთავს. მისივე თქმით, შეიარაღებული სამხედრო უკნიდან მიეპარა და მუქარის ძალით ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ხუბულაშვილის ინფორმაციითვე, ცხინვალის იზოლატორში დაკითხვებისას, მის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.