გელა ნიკოლაიშვილი: თუ მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თვითაცილების შუამდგომლობას დავაყენებ

სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა, ნუგზარ მარღიამ, რომელსაც პატიმრების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობა ბრალდება, შესაძლოა, ბრალი აღიაროს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თუ მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თვითაცილების შუამდგომლობა დააყენოს.
“ამ საქმეში იმდენი ნიუანსია, რომ ვფიქრობ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან. საქმის არსებით დაწყებამდე, ჩვენი პოზიციები უნდა შევაჯეროთ და თუკი თანხვედრა არ მოხდება, სავარაუდოდ, თვითაცილების შუამდგომლობას დავაყენებ”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ნუგზარ მარღია, რომელიც 10 მაისს დააკავეს, ექვსი დაკავებულიდან ერთ-ერთია. მას გლდანის N 8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები