რუსი ოკუპანტები ორი დღის წინ გატაცებულ კობა ხუბულაშვილს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ

საოკუპაციო ხაზიდან ორი დღის წინ გატაცებულ 47 წლის კობა ხუბულაშვილს რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ მას ბრალი დასდო დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და ჯარიმის სახით, 2 000 რუსული რუბლის გადახდა დააკისრა. ხუბულაშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა ამ დროისთვის გადახდილია.
კობა ხუბულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშიდან რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. ის ამ დრომდე ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები