NDI: მოსახლეობის 21%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა

საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 65 პროცენტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
როგორც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის 21 პროცენტი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები