NDI: გამოკითხულთა 43% ნაწილობრივ ეთანხმება, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაცული ქვეყანაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაცული ქვეყანაა. NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო დაცული ქვეყანაა, სრულად ეთანხმება გამოკითხულთა 11 %, ნაწილობრივ ეთანხმება 43% , ნაწილობრივ არ ეთანხმება 21%, საერთოდ არ ეთანხმება 22%, კითხვაზე პასუხი არ იცის 5-მა პროცენტმა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები