NDI: გამოკითხულთა 35%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს. 12% პასუხობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას უკეთ თავად საქართველო უზრუნველყოფს, 10% კი თვლის, რომ რუსეთი.
რესპონდენტთა 18% ფიქრობს, რომ არცერთი, ხოლო კითხვაზე პასუხი 17%-ს არ აქვს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები