NDI – გამოკითხულთა 84 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია

„გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მიესალმება“, – ამის შესახებ ნათქვამია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის დოკუმენტში.
NDI-ს კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აღნიშნავს, რომ მიუღებელია, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები