NDI: გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ქვეყანაში არის დემოკრატია

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა. კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია 40% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 8%-ს არ აქვს პასუხი. რესპონდენტთა 46% ფიქრობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია, მაგრამ საჭიროებს გაუმჯობესებას. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები