ოკუპანტებმა გორის რაიონიდან მამაკაცი გაიტაცეს
ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის განაპირას მამაკაცი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.