ირაკლი სესიაშვილი: ე.წ. შავი სია სამართლებრივად არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ე.წ. შავ სიაში ჩასმის საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ე.წ. შავი სია სამართლებრივად არ არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ან ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, პრინციპულად მიუღებლები არიან.
“სამწუხაროდ, იმ პირობებში ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და გარკვეული ადამიანები შემჩნეულნი არიან სეპარატისტულ ხელისუფლებებთან კავშირში, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკოსები არიან, არამედ ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა.
ამიტომ ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩვენთვის მიუღებელი – ნონ გრატა და ალბათ, რაღაც ფორმით, უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობდეს არაოფიციალურად ე.წ. შავი სია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ან ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, პრინციპულად მიუღებლები არიან. ამიტომ მოგვიწევს ამაზე ფიქრი, საერთო- საჯარო განხილვაც, თუ რა ფორმით შეიძლება ეს გაკეთდეს”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები