“ერგნეთში, მთავარ თემად უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხია”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთავან ციხელაშვილის თქმით, დღეს ერგნეთში ერთ-ერთ მთავარ თემად უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.
„ერგნეთში, დღეს მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთ მთავარ თემად უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხია“, – აცხადებს ქეთევან ციხლაშვილი.
მისივე თქმით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც მოხდება შეჯერება.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ერგნეთში რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში დღის წესრიგში დგას, გახლავთ უკანონო პატიმრობაში მყოფი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი. რა თქმა უნდა, ამ საკითხების ირგვლივ ჩვენი პოზიცია, ისევე, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, არის შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება საქმეების პოლიტიზირება, ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად შესაძლებელი იქნება გარკვეულ საკითხებზე შეჯერება. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერა”, – განაცხადა ციხელშვილმა.