საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის ნაურუ აშშ-ის დაფინანსებას დაკარგავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია, ნაურუ აშშ-ის დაფინანსებას დაკარგავს. ნაურუმ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წელს აღიარა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის რადიო RNZ იუწყება.
ტრამპის ბრძანებულებაში წერია, რომ სახელმწიფოები, რომლებმაც საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობა აღიარეს, აშშ-სგან, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, სადაც აშშ-ს წარმომადგენლები ჰყავს, დაფინანსებას დაკარგავენ.
ნაურუსგან განსხვავებით, ვანუატუმ და ტუვალუმ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვიეს.
აშშ წილების აზიის განვითარების ბანკში , მსოფლიო ბანკში, გაეროს ბავშვთა ფონდში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე, გაეროს სამოქალაქო აქტივობების ფონდში უმსხვილესი მფლობელია, სწორედ ეს ორგანიზაციები შეუწყვეტენ ნაურუს დაფინანსებას.
ახალი ზელანდიის რადიო ასევე იტყობინება, რომ აშშ-ში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხდნენ.