„ელისო კილაძე სოსო გოგაშვილს თვეში ათიათასს სთხოვდა, იგნორი რომ მიიღო, ბინძური მეთოდების გამოყენება დაიწყო“

საზოგადოებას აუცილებლად დააინტერესებს, თუ ვინ აფინანსებდა და ვინ აფინანსებს ელისო კილაძეს, – ამის შესახებ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ინფორმირებული წყარო აცხადებს. ის დავით კეზერაშვილს და სააკაშვილს ასახელებს.
„საზოგადოებას აუცილებლად დააინტერესებს, თუ ვინ აფინანსებდა და ვინ აფინანსებს ელისო კილაძეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ,დავით კეზერაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ტელეჟურნალისტის ხელით უგზავნიდა, როგორც მოარულად ვიცი, 5000 (ხუთიათას) ევროს. ნუ მომთხოვ გვარის დასახელებას. თანხის გაცემა ახლა შეწყვეტილია და შეწყვეტის მიზეზს ვაზუსტებ. ეჭვი მაქვს, „ნაცების” შიდა დაპირისპირების ამბავია… შემდეგ მეგი გოცირიძემ, რომელსაც ადრე არ სწყალობდა და აუგად იხსენიებდა, გაიყვანა ელისო სააკაშვილთან კავშირზე და 2015 წლის ზაფხულის მიწურულს, უკრაინაშიც იყო ჩასული ელისო, სადაც პირადად შეხვდა სააკაშვილსაც და მგონი, ადეიშვილსაც, როგორც ვიცი. იმ დღიდან მათ ინსტრუქციებს გულმოდგინედ ასრულებს! სხვათა შორის, ჩამოსვლის შემდეგ, რედაქციაში გახარებული ჰყვებოდა მიშასთან შეხვედრის დეტალებს. მათი მითითებით, უმოწყალოდ ლანძღავს კონკრეტულ ადამიანებს, ჯგუფებს და ზუსტად ვიცი, მიშა კობა ნაყოფიას ხელით უხდის თვეში 4000 (ოთხიათას) დოლარს! ელისოს აქტიური კონტაქტი აქვს თემურ ალასანიასთან, მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან! გახსოვთ, ალბათ, ახლახან სკანდალური ჩანაწერიც გამოქვეყნდა იარაღით ვაჭრობის თემაზე“, – აცხადებს სანდო წყარო.
​მისი თქმით, ელისო კილაძე შანტაჟს მიმართავს და სწორედ მსგავსი მცდელობა ჰქონდა სუს-ის მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან. წყაროს ინფორმაციით, ის გოგაშვილს თვეში ათიათასს სთხოვდა, შუამავლებს უგზავნიდა, თუმცა გოგაშვილისგან უარს იღებდა.
„როგორია ელისოს მუშაობის სტილი? მუშაობის სტილი კი არა, გამოძალვის სტილია ეგ! ჯერ წერს ათას სიბინძურეს და ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს, მერე ამ აჯაფსანდალში დატერორებული და დაშანტაჟებული ადამიანი ეძებს „გარკვევის” გზებს. და ამას ეძებს კიდეც ეს ქალი, ამასვე შესთავაზებს სანდო ადამიანების მეშვეობით და ე.წ. „სტავკებს” უთვლის. სოსო გოგაშვილს, იცი, რატომ გადაეკიდა? თვეში ათიათასს სთხოვდა, შუამავლებს უგზავნიდა და მათ შორის, სხვათა შორის, ერთ-ერთ პოპულარულ პიროვნებასაც და მეტსაც გეტყვი – მესიჯებსაც წერდა გოგაშვილს – მეგობრობა უფრო კარგი ვიციო! დიახ, დიახ! სრული იგნორი რომ მიიღო გოგაშვილისგან, მერე დაიწყო თავისი ბინძური მეთოდების გამოყენება! იგივე გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართაც! გიკვირს, ხომ? სხვათა შორის, ელისოს მეუღლე პოლიციელია. ბოლოს ქუთაისის მომსახურების სააგენტოში მუშაობდა. მერე რაღაც მოხდა და გაუშვეს. ელისომ მისთვის მაღალი თანამდებობა მოინდომა და უარი რომ მიიღო, ახლა გოგა მღებრიშვილსაც გადაეკიდა! აი, ესაა მისი „ჟურნალისტიკა”! – საინტერესო იქნება ეს ყველაფერი საზოგადოებისათვის“, -აცხადებს სანდო წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები