„აქედან ბავშვი მიმყავს და ხელს ვერავინ შემიშლისო“ – 13 წლის ვაზისუბნელი გოგონას ტრაგედიის შოკისმომგვრელი ამბავი

“13 წლის ვაზისუბნელი გოგონას ტრაგედიის შოკისმომგვრელი ამბავი” – ამ სათაურით გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში 23 აპრილს ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს. იმ კორპუსში მცხოვრები ქალი, სადაც 13 წლის გოგონა ცხოვრობდა, გამოცემასთან ყვება, რომ გარდაცვალებამდე გოგონამ სიზმარი ნახა.
„ბავშვი დედამისის გვერდზე იწვა, ღამე გაუღვიძია და დედამისისთვის -სიზმარში სახლი იწვოდა და ეშმაკი დამდევდაო, უთქვამს. მამა იოანეს – აქვე ეკლესიაა და იქ მსახურობს – უთქვამს, ნეტა ჩვენთვის გეთქვათ, ან პარაკლისს გადავიხდიდით ან რაღაცო. აქვე, გვერდზე კორპუსში ვიღაცა ქალი ცხოვრობს, იმას უნახავს კიდევ წინა ღამით სიზმარი – მოხუცი კაცი დამესიზმრაო და მითხრაო, აქედან ბავშვი მიმყავს და ხელს ვერავინ შემიშლისო. ამდგარა დილას ეს ქალი, პირდაპირ ტაძარში წასულა და ლოცვა დაუწყია. მალევე კივილი შემოესმა, გამოქცეულა ტაძრიდან და გაუგია… ის მანქანა, თავისი სერიით „666“ ხომ საერთოდ… მისი დანახვა ამაზრზენია“, -აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები