თემურ მირიანაშვილი: ნაცებო, თქვენ დაგაყარეთ „მცირე მიწა“ და არ გეღირსოთ „აღორძინება“!

“ნაცებო, თქვენ დაგაყარეთ „მცირე მიწა“ და არ გეღირსოთ „აღორძინება“! – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი თემურ მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მირიანაშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „გათახსირებულს“ უწოდებს და ამბობს, რომ ყოველი მისი გამოჩენა უკრაინულ არხებზე ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია.
„გათახსირებული სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოათრიოთ საქართველოში და ქართულმა სასამართლომ გაასამართლოს! მესმის, გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავს, ყველაზე რეაქციული საერთაშორისო ძალები უმაგრებს ზურგს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მით უფრო, თქვენთვის! ყოველი მისი გამოჩენა უკრაინულ არხებზე ქვეყნის სირცხვილია. თუ სააკაშვილი თავისი დანაშაულების გამო პასუხს არ აგებს, ეს იქნება მაგალითი ყველა ვიგინდარისთვის, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილი მტრობა შერჩება“, – ამბობს თემური მირიანაშვილი.
როგორც მირიანაშვილი გამოცემასთან დღევანდელ ინტერვიუში აცხადებს, სააკაშვილის ციხეში ჩასმა აუცილებელია, რადგან საქართველომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა დაალაგოს.
„ თუ სააკაშვილს არ ჩასვამთ ციხეში, ზედმეტია აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე საუბარიც! ვერც რუსეთთან დალაგდება ურთიერთობა! 35 წლის წინათ მკვდარი ლეონიდიც კი გჯობიათ, “ნაცებო”! მაინც, რა დაგიშავათ საკუთარმა ქვეყანამ ისეთი, რომ კრიჭაში უდგახართ და მხოლოდ მისი წარუმატებლობა გახარებთ?! ამ ქვეყანაში თვენი შვილები არ ცხოვრობენ ?! სად გაიზარდეთ ? თქვენ დაგაყარეთ „მცირე მიწა“ და არ გეღირსოთ „აღორძინება!“ – აცხადებს თემურ მირიანაშვილი, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, გულდასაწყვეტია ახლანდელი „ქართული ოცნების“ პოზიციაც.
„ამათ პარპაშს, რომ ვუყურებ, „ოცნებაზეც“ მწყდება გული. ნუთუ, არ შეუძლიათ, უფრო მეტად დაიცვან საკუთარი პოზიცია და უკეთ მიიტანონ ხალხამდე ის, რასაც აკეთებენ?!“ – აცხადებს თემურ მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები