გია ბერძენიძე: გელა ხვედელიძეს სადმე რომ გადავყროდი, აუცილებლად ვცემდი

„გელა ხვედელიძეს სადმე რომ გადავყროდი, აუცილებლად ვცემდი და ეს მოხდებოდა იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ვიღაც ნიღბიანებმა ახალახან ქუჩაში რომ ათრიეს!“ – აცხადებს „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია ბერძენიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
გია ბერძენიძე დღევანდელ ინტერვიუში შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის წარსულზე საუბრობს. როგორც ბერძენიძე ამბობს, გელა ხვედელიძემ თანამდებობაზე ყოფნის დროს ბევრ ადამიანს სამსახურებრივ წინსვლაში ხელი შეუშალა. ბერძენიძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძე რომ თანამდებობიდან არ მოეხსნათ და დაეკავებინათ, ბევრ უმსგავსო საქმეს ჩაიდენდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გია ბერძენიძე გელა ხვედელიძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თავად შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ცემის ფაქტს უარყოფითად აფასებს და გმობს.
„ როდესაც გელა ხვედელიძე მინისტრის მოადგილე იყო, შევუთვალე,, რომ სადმე თუ შემხვდებოდა, შესაძლოა, თავი ვერ შემეკავებინა და მეცემა. ეს მან იცოდა! ახლა წაქცეული, გალახული კაცია და შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ არ მინდა, გელა ხვედელიძისნაირები დემოკრატიის მამებად და სამართლიანობის აღდგენის მედროშეებად მოგვევლინონ! რაც შეეხება იმათ, ვინც ხვედელიძეს სცემა, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები გამოაშკარავდებიან და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! როცა ხვედელიძე „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, ის ძალიან ბევრ პატრიოტ ადამიანს ბლოკავდა და წინსვლის საშუალებას არ აძლევდა. იგი არაერთხელ გაეხვია კორუფციულ სკანდალში და რაც მთავარია, არის ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ავტორი და გამავრცელებელი. მერწმუნეთ, გელა ხვედელიძე რომ არ დაეპატიმრებინათ და იმ სამსახურიდან არ გამოეგდოთ, ვისაც დღეს ლანძღავს, თავად იმათზე გაცილებით საშინელი ადამიანი იქნებოდა და ყველაფერს გააკეთებდა თანამდებობის შესანარჩუნებლად! კიდევ ერთხელ ვაცხადებ: გელა ხვედელიძის ცემის ფაქტს ვგმობ და ეს ჩაიდინეს მშიშარა, მხდალმა ადამიანებმა, რომლებსაც პირდაპირ შეხვედრისა და ლაპარაკის ვაჟკაცობა არა აქვთ, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ გელა ხვედელიძეს სადმე რომ გადავყროდი, აუცილებლად ვცემდი და ეს მოხდებოდა იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ვიღაც ნიღბიანებმა ახალახან ქუჩაში რომ ათრიეს! „ – აცხადებს გია ბერძენიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები