რა ჩვენება მისცა შორენა თეთრუაშვილმა გამოძიებას

„მე ვის დავკარგვივარ და ვის ვაინტერესებ? – რა ჩვენება მისცა შორენა თეთრუაშვილმა პროკურატურას”,-ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას, პატრიარქის მდივან-რეფერანტის მეგობარი ნანა კაკაბაძე აცხადებს, შორენა თეთრუაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი არა მისი, არამედ პატრიარქისკენ იყო მიმართული.
„ შორენა თეთრუაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. მან უამრავი რამ გადაიტანა და ბევრი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა თუ ცილისწამება მიიღო,თუმცა პატრიარქის გამო მოითმინა. ჩვენ უშუალოდ საქმის დეტალებზე ნაკლებად ვსაუბრობთ, მაგრამ გეტყვით, რომ შორენა დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვინც არ უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი მოკვლა იყო დაგეგმილი, ის გრძნობს და ხვდება, რომ რეალურად, პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული. თვითონ ამბობს: „მე ვის დავკარგვივარ და ვის ვაინტერესებ, ეს ყველაფერი პატრიარქის წინააღმდეგ ხდებოდაო. ნეტავ მართლა ჩემ წინააღმდეგ ყოფილიყო დაგეგმილი და არა ის, რაც რეალურად არისო”,-განაცხადა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები