რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ავტომაგისტრალზე ავარიის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები