ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა I I ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგობის დღესასწაული აღნიშნეს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები