გაგრის რაიონში 13 წლის გოგო ავტომობილმა გაიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში ავტომობილმა 13 წლის გოგო გაიტანა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ავტომობილს 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ჟიბა მართავდა. მისი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ფხიზელი იყო. ამჟამად სხვა დეტალების დადგენა მიმდინარეობს“ – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. შს სამინისტროში.
ავტოსაგზაო შემთხვევა დასახლება ბზიბთას მახლობლად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები