ანატოლი ბიბილოვმა ბორის ჩოჩიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა „სახელმწფო მრჩევლის“ თანამდებობიდან ბორის ჩოჩიევი გაათავისუფლა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ასევე ბიბილოვმა თანამდებობიდან კიდევ ერთი მრჩეველი, როდიონ სიუკაევი გაათავისუფლა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია ასევე წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ტეხოვი, მის ნაცვლად იგორ კოზაევი დაინიშნა.
ნორის ჩოჩიევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში „პოლიტიკურ მხცოვნად“ ითვლებოდა. ის იყო ე.წ. ვიცე პრემიერი, კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში რწმუნებული, ასევე „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის უფროსი.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიბილოვმა ე.წ. პარლამენტში ახალი „პრემიერ-მინისტრის“ კანდიდატურა შეიტანა. ამ თანამდებობაზე მან ერიკ პუხაევი წარადგინა.