ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბირთვული იარაღით თავდასხმის მოგერიების წვრთნები ჩაატარეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით თავდასხმის მოგერიების წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. ასევე, წვრთნები ტერორისტების თავდასხმის მოგერიების მიმართულებითაც გაიმართა.
წვრთნების სცენარის მიხედვით, ტერორისტების ჯგუფმა იარაღის საწყობის აფეთქება სცადა. ამის შემდეგ მოხდა ჯგუფის ალყაში მოქცევა და მისი განადგურება.
წვრთნებში 100–მდე სამხედრო მოსამსახურე და 10 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები