ე.წ სამხრეთ ოსეთის მკვიდრს ჩრდილოეთ ოსეთში სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 3 წელი მიუსაჯა
ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მკვიდრს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 3– წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
20 წლის მამაკაცი „ზარამაგის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ჩხრეკის დროს მას 30 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა, რომლის გადატანასაც ის ჩრდილოეთ ოსეთში გეგმავდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებულს მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის გადაჰქონდა. სწორედ ამის გამო მას პირობითი სასჯელი მიესაჯა.