ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია (ფოტოკოლაჟი)

ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 34-ს მიაღწია, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა უმეტესობას თავში ბლაგვი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული. ასევე, ბევრი ადამიანი ცრემლმდენი გაზით მოიწამლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ასევე, აქციებს მადუროს მომხრეებიც აწყობენ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებები ხდება.
მადუროს ბოლო გადაწყვეტილებამ, რომელმაც საკონსტიტუციო ცლილებების განხორციელება პარლამენტის გვერდის ავლით გადაწყვიტა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები