პუტინი სოჭში ბიბილოვს შეხვდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვის სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „მხარეები სამეკავშირეო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ შეთანხდნენ“.
პუტინმა ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური სფეროების განვითარებაში დაეხმარება.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება და ის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.