ინსპექტორებმა პლასტმასის ბოთლების დაწვის გამო, ორი პირი დააჯარიმეს

ინსპექტორებმა ქვემო ქართლში, პლასტმასის ბოთლების დაწვის გამო, ორი პირი დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

„ მოქალაქეებმა, რაშად ისმაილოვმა და მუსტაფა ნიკბახთმა ღია წესით დაწვეს მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები, პლასტმასის ბოთლები, რეზინის ბრეზენტი და სხვა ელასტომერული ნარჩენები.

შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ჯარიმა განესაზღვრათ 500-500 ლარის ოდენობით”,- აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები