“ვაპირებ, მეტად ჩავრთო მოქალაქეები კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში”

“მე ვაპირებ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად ჩავრთო საქართველოს მოქალაქეები კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანიაში ”დაიცავი კონსტიტუცია” შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია ის თემაა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება.
”საინტერესოა თქვენთან შეხვედრა. მზად ვარ, მოვისმინო თქვენი შეხედულებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ეს ის თემაა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. მე ვაპირებ, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად ჩავრთო მოქალაქეები ამ საკითხების განხილვაში. მზად ვარ, მოვისმინო თქვენი წინადადებები”, – მიმართა შეხვედრის დასაწყისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები