ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ავარიას ქვეითად მოსიარულე, ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, ქალი მამაკაცთან ერთად, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა, მამაკაცი კი დაშავდა.
​როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები