საჯარო რეესტრის რეგისტრატორებს ტრენინგები უტარდებათ

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრატორებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს.
ინსტრუქციების, დებულებების, ბრძანებების და სხვ.ნორმატიულ საკითხების დეტალურ განხილვასთან ერთად, რეგისტრატორები პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ შემთხვევებზეც იმსჯელებენ.
სასწავლო კურსზე მიღებული ინფორმაცია და უნარები რეგისტრატორებს რთული სარეგისტრაციო შემთხვევების უკეთ გადაწყვეტაში დაეხმარება და მიწის რეფორმის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგების ციკლი 21 აპრილიდან დაიწყო და მასში უკვე მონაწილეობა შიდა ქართლის, კახეთის და სამცხე ჯავახეთის, იმერეთის რეგიონულ ოფისისა და თბილისის რეგისტრატორებმა მიიღეს.
ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროექტში ჩართული ყველა რეგისტრატორისთვის ჩატარდება.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს და მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.
რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები