სტამბოლში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს (ფოტოკოლაჟი)

სტამბოლში პოლიციამ 200-ზე მეტია ადამიანი დააკავა, რომლებმაც ტაქსიმის მოედნისკენ მსვლელობა გამართეს. ამ მოედანზე ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, აქციების ჩატარება აკრძალულია.
მომიტინგეების დასაშლელად, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციელებმა დემონსტრანტების ჩხრეკის დროს ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილები“, ხელყუმბარები, ასევე, პლაკატები და შუშხუნები.
თურქეთში 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები