ყირგიზეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს

29 აპრილს ყირგიზეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.
საგარეო უწყება თანადგომას უცხადებს ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.
არსებული ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის ოშოს ოლქში, უზგენის რაიონში, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. მეწყერმა საცხოვრებელ სახლებს გადაუარა, ტრაგედია ქვეყნის სამხრეთით, ოშის ოლქში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები