დავით ნარმანია ლისის ტბასთან დამწვარ ხეებზე: კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი გამორიცხულია

თბილისის მერი დავით ნარმანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ლისის ტყეში დამწვარი ხეებია ნაჩვენები, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ცეცხლი რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში ბალახს გაუჩნდა და ხეებზე გადავიდა.
“ნახანძრალი ტერიტორიაა. ცეცხლი რამდენიმე წლის წინ, ზაფხულში ბალახს გაუჩნდა და ხეებზე გადავიდა. დამწვარი ხეების საკომპენსაციოდ ბევრი ხე დარგეს. კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი გამორიცხულია. დეზინფორმაციით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, სირცხვილია. ჯერ გაერკვნენ, მოგვისმინონ და შემდეგ ისაუბრონ. ან ბარი აიღონ და ქალაქი გაამწვანონ, ხეები დარგონ, ასე თუ შესტკივათ გული”, – აცხადებს თბილისის მერი.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარი ხეებია ნაჩვენები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხეები  უახლოესი დღეების განმავლობაში დაზიანდა და ფაქტს მერიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები