გაგრაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ადგილობრივი ავტოინსპექციის ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესის“ და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. „ჯიგულიში“ მყოფი ოთხი პირი დაიღუპა. მეხუთე მგზავრი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი „ჟიგულის“ მძღოლის მიერ არასწორი მანევრი გახდა, ის მანქანას დაუშვებელ ადგილას აბრუნებდა.