ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 52 წლის ენვერი ბერია დააკავეს.
სოფელ ხურჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, ბერიას აყვანა მისსავე ყანაში მოხდა, სადაც ის მუშაობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ამჟამად ენვერ ბერია ოკუპირებული გალის იზოლატორში იმყოფება. გატაცება რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ენვერი ბერია ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული.
სუს-ის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და დაკავებულის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები