თბილისში ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, მარჯანიშვილზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებილი ტრავმებით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მათი ინფორმაციით, ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები