აფხაზეთში რუსმა ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები გამართეს, რომლის დროსაც უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსმა მეზენიტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის საფრენი აპარატები გაანადგურეს. გუდაუთის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებში 200 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის საზენიტო კომპლექსები „იგლა“, „ოსა“ და სტრელა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები