მარნეულში სკოლის მოსწავლე მოიტაცეს

მარნეულის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგო მოიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით, 11:00 საათისთვის მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია და მისი ადგილმდებარეობის დადგენა მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები