ქუთაისში ქვეითად მოსიარულე მოზარდს მანქანა დაეჯახა

ქვეითად მოსიარულე ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. გოგონა მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, 12 წლამდე გოგონამ გზა უეცრად გადაკვეთა, მძღოლმა სცადა, ბავშვისთვის აეცილებინა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და გოგონას მსუბუქად დაარტყა. ამ დროს ის მეორე მანქანასაც შეეჯახა, რომელიც დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები