ქუთაისში, მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

​ქუთაისთან ახლოს, გელათის მონასტერთან, ზესტაფონიდან მომავალ,​ მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. შედეგად, ორი მოზარდი მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მოსწავლეები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში მიჰყავდა.
​როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები