ქედაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ვასაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს, ვინაიდან ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა, ხოლო ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ  სოციალური დახმარებაც დროებით შეჩერებული აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები