საქართველოს პრეზიდენტმა ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს ხანძრისგან დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი დაათვალიერა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ხანძრისგან დაზიანებული კედლის მოხატულობის კვლევა და გაწმენდა განხორციელდა.
საქართველოს პრეზიდენტს ვარძიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ უმასპინძლეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, კედლის ფრესკები გაიწმინდა ჭვარტლისაგან, განხორციელდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში, კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება, შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები