ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატების მაჟორიტარული წესით არჩევის მომხრეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატების მაჟორიტარული წესით არჩევის მომხრეა. როგორც ჯაფარიძემ პარტიის ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა, მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნები უფრო დემოკრატიულია.
„მე თუ მკითხავთ, ქვეყანა სრულად მაჟორიტარული არჩევის სისტემაზე უნდა გადავიდეს, რადგანაც პირდაპირი წესით ირჩევ კაცს და იცი, ვინც არის. პროპორციული სიით არჩევისას კი ამომრჩეველი მხოლოდ სიის პირველ ათეულს იცნობს, მომდევნო კანდიდატები არ იცის. თუ ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, პირდაპირი წესით არჩევა უფრო დემოკრატიული არ არის?! ან ვინმემ ამიხსნას, რატომ არ არის მაჟორიტარული წესით არჩევნები დემოკრატიული?! მე ვცდილობ ჩემი თანაგუნდელები ამაში დავარწმუნო და ვნახოთ”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
​შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უმრავლესობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები