არჩილ თალაკვაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის დიამეტრალური გაუმჯობესება

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის დიამეტრალური გაუმჯობესება, თუმცა მაჟორიტარებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრონ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, სესიების დროს დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და დაასაბუთონ ისინი.
“წინ გვაქვს საერთო-სახალხო განხილვის ეტაპი, ასევე, 3 მოსმენის პროცედურა პარლამენტში. ასე რომ, საჯარო განხილვების და შემდეგ უკვე სესიების დროს, დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დაასაბუთონ ისინი. შესაძლებელია, რომ ცვლილებები, რომლებიც იქნება შემოთავაზებული, საპარლამენტო მოსმენებისას იქნას გათვალისწინებული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგია. შესაბამისი კომენტარი „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები