კახა კალაძე ”ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილებაზე: მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს

“ჩვენ ყველანაირად ვემზადებით, ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე”ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქართული მხარე არბიტრაჟისთვისაც მზად არის.
”ჩვენ ყველანაირად ვემზადებით, ვამზადებთ დოკუმენტაციას, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს, მაგრამ შეიძლება, საქმე დავამდეც არ მივიდეს, შეიძლება, შედგეს მოლაპარაკება. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ როგორ, რა ფორმით მოხდება მოლაპარაკება ან შედგება თუ არა მოლაპარაკება. შესაბამისად, ჩვენ არბიტრაჟისთვისაც მზად ვართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები