უკრაინელი მილიონერის კიდევ ერთი ტრენინგი საქართველოში და ამღერებული აუდიტორია

„არ ვიცოდი რა მომეხერხებინა ქართული აუდიტორიისთვის. სხვა ქვეყნების მსმენელისგან განსხვავებით, მონაწილენი სისტემატიურად საუბრობდნენ, ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს აზრებს ეკითხებოდნენ, მივხვდი, რომ ემოციურ ქართველებს დიდხანს ჩუმად ჯდომა არ შეეძლოთ“, – ჰყვება მსოფლიოში აღიარებული მოტივატორი ნიკოლაი ლატანსკი და საქართველოში ჩატარებულ თავის პირველ ტრენინგს იხსენებს…  მაშინ ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო და დარბაზში მყოფნი სიმღერით გააჩუმა…

ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი გეტყვით, რომ  ორიგინალური ტრენინგებით განთქმული უკრაინელი მილიონერი საქართველოს მალე ისევ ეწვევა. მსმენელს მასთან შეხვედრის საშუალება 28-29 აპრილს მიეცემა. 


nikolai„გააღვიძე შენში გენიოსი“, – ამბობს ლატანსკი და ადამიანებს ასწავლის, როგორ გათავისუფლდნენ ნეგატივისგან, აივსონ დადებითი ემოციებით, რადიკალურად შეცვალონ ცხოვრება და მიაღწიონ წარმატებას.

„მისი ტრენინგები „გაიძულებენ“ ფიქრის და განსჯის ეტაპიდან სწრაფად გადახვიდე მოქმედებაზე და შექმნა საკუთარი ცხოვრების შედევრი.

სწორედ ასე აიძულა საკუთარი თავი ერთ დროს მშიერმა ბიჭუნამ, აეხდინა ოცნება და მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოევლო. მერე კი რწმენამ და სიძნელეების დაძლევის სურვილმა მსოფლიოში ცნობილ მილიონერად აქცია.

„იყო დრო, როცა უნივერსიტეტში სწავლისას, საჭმელი მენატრებოდა, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ მივაღწევდი დასახულ მიზანს“, – ამბობს ის. ახლა ოცნებების ახდენაში სხვებს ეხმარება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. თბილისს უკვე მეოთხედ ეწვევა.

ლატნიკოლაი ლატანსკი: „როდესაც თბილისში პირველად ტრენინგი ჩავატარე, დარბაზში დაახლოებით 70-მდე მსმენელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა ქართული აუდიტორიისთვის. სხვა ქვეყნების მსმენელისგან განსხვავებით, მონაწილენი ერთმანეთთან სისტემატიურად საუბრობდნენ, ჩურჩულებდნენ, ერთმანეთს აზრებს ეკითხებოდნენ, მივხვდი, რომ ემოციურ ქართველებს დიდხანს ჩუმად ჯდომა არ შეეძლოთ…

გამოგიტყდებით, 30-40 წუთი ვფიქრობდი, თუ როგორ შევძლებდი ამგვარ აუდიტორიასთან მუშაობას. ცოტათი შევშინდი კიდეც… ბოლოს, გენიალურმა ფიქრმა გამიელვა, გამახსენდა, რომ სიმღერა გიყვართ ძალიან და გავაკეთე სავარჯიშო, რომელიც თბილისის გარდა, არსად გამიკეთებია. შევარჩიეთ სიმღერა „თბილისო“ და გადავწყვიტეთ, ეს სიმღერა სწორედ მაშინ გვემღერა, როცა ჯგუფი ძალიან ახმაურდებოდა. შედეგი მალევე მივიღეთ.

როცა მსმენელები ახმაურდებოდნენ, მე უკვე არაფერს ვამბობდი, უბრალოდ ირთვებოდა „თბილისო“ და ჩვენც ვმღეროდით. პირველი დღის ბოლოს, მონაწილეთა უმეტესობა, როდესაც ვინმეს ჩურჩულს მოჰკრავდა ყურს, წამოიძახებდნენ „თბილისო“ და ჩურჩულიც მალევე წყდებოდა. მეორე დღეს სიმღერა პრაქტიკულად არ დაგვჭირვებია…

საერთო ჯამში კი, ძალიან თბილი დღეები იყო. საქართველოში ერთი კვირა დავყავით და სავსე შთაბეჭდილებით დავტოვეთ ქვეყანა. რამაც ყველაზე ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს ქართველებისთვის დამახასიათებელი გადახვევაა. მსოფლიოში ბევრად განსხვავებულად ეხვევიან ერთმანეთს, გადახვევისას თავებს ისე მიადებენ, რომ მარჯვენა ყური მარჯვენას ეხება. საქართველოში კი გულით ეხებიან და გულით ეხვევიან ერთმანეთს. გადახვევის ამგვარ, ასე ვთქვათ, სწორ ფორმას, ჩვენ ყოველთვის ვასწავლით ჩვენს ტრენინგებზე, რადგან ასე ადამიანები პოზიტივით და ენერგიით ავსებენ ერთმანეთს. თქვენ კი, ჩვენდა გასაოცრად, თურმე ისედაც ასე ეხვევით… მიხარია, რომ იმალე ისევ თბილისში ვიქნებით და ისევ შევხვდებით ქართველებს“

წყარო: „ნიუპოსტი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები